მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია? - სტატისტიკა

5ef355363fc72
BM.GE
24.06.20 16:57
2098
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 149 747 პირი დარეგისტრირდა. მათგან 93 867 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 28160 000 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია 90 775 პირს ჩაერიცხა, გადარიცხული თანხა 18 151 000 ლარს შეადგენს. 

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდებიან. ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://compensation.moh.gov.ge/.

"პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში", - განმარტავენ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები