მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს გადაუხდიან საინვესტიციო საბჭოს წევრებს - საპენსიო სააგენტოს განცხადება

5c98fc63ba7ef
BM.GE
25.03.19 20:01
705
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს:

"საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის Financial Times-ში განთავსებულმა განცხადების ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გვსურს ავუხსნათ საზოგადოებას ვაკანსიის გამოქვეყნების ტექნიკური დეტალები და ნათელი მოვფინოთ მედიაში გავრცელებულ მცდარ შეფასებებს.

Financial Times-ში ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მოინიშნოს გარკვეული ველები, მათ შორის სახელფასო დიაპაზონი. ვაკანსიის განცხადების განთავსებისას მოვნიშნეთ ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური). მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ სააგენტოს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული",- ნათქვამია განცხადებაში.