მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს გადაუხდიან თბილისის მიკროავტობუსის მძღოლებს

604a4ce40396d
თათია ჩაფიჩაძე
11.03.21 22:49
3694
თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა 500 ერთეულით 1000-მდე მცირდება, თუმცა მერიაში ირწმუნებიან, რომ მძღოლები სამსახურის გარეშე არ დარჩებიან. მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ მათი განადაწილება ახალ ავტობუსებზე მოხდება, რომელიც ქალაქს ეტაპობრივად დაემატება.

რაც შეეხება ანაზღაურების სქემას, წილოსანის თქმით, ხელფასის ოდენობა გასაშუალოებული ტარიფით დაანგარიშდა და ყველა მძღოლისთვის ერთიანი გახდა.

„ხელფასები დაახლოებით იგივეა, რაც ჰქონდათ. დღეის მდგომარეობით არსებობდა ე.წ. კარგი და ცუდი ხაზები, ვიღაცას კარგი შემოსავალი ჰქონდა, ვიღაცას ცუდი, მოხდა ამის გასაშუალოება, ყველას ექნება თანაბარი ხელფასი და ამით ეს კარგის და ცუდის კონკურენცია აღარ იქნება. რაც შეეხება იმ 500-ს მძღოლს, დაემატა ავტობუსები. წელს 180 რვამეტრიან ავტობუსს ველოდებით, სატენდერო პროცედურები დაწყებულია. ასევე მომდევნო წელს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესძენას ვგეგმავთ, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდა და ეს მძღოლები აქ გადანაწილდებიან", - აღნიშნა წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები