დღეს ამერიკელები მადლიერების დღეს აღნიშნავენ. მადლიერების დღემ სათავე მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში აიღო და დღემდე, შტატების მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია. მისი იდეა თავდაპირველად გასული წლის მოსავლისა და სხვა, მთელი წლის განმავლობაში მიღებული კურთხევის მიმართ მადლიერების გამოხატვა იყო. დღემდე, ამერიკელები ამ დღეს ოჯახის წვერებთან ერთად იკრიბებიან და მადლიერებას გამოხატავენ. ამ ტრადიციების მიღმა, დღესასწაული საკმაოდ დიდ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.