მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს ხარჯავს სამშენებლო სექტორი რეკლამისთვის?

სარეკლამო ინდუსტრიაში სატელევიზიო რეკლამები მნიშვნელობას არ კარგავს და მისი წილი კვლავაც დიდია. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამურად სარეკლამო ბაზრის 16% -იანი ზრდა დაფიქსირდა. აქტიურობის კუთხით გამოირჩეოდნენ უძრავი ქონების, კვების, სილამაზისა და ჯანმრთელობის კატეგორიის ბრენდები. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო კომპანიების კატეგორიაში და მათ მთლიან სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 8% დაიკავეს. დეველოპერულ კომპანიებს შორის ტოპ განმთავსებელი “არქი ჯგუფია”, რომელსაც შესაბამის კლასტერში 30%-იანი წილი უჭირავს. ტრადიციული მედიის მაყურებელი უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში შეიმჩნევა, თუმცა, შეინიშნება ახალგაზრდა აუდიტორიის ინტერესიც. ტელეყურებადობაში მნიშვნელოვან წილს, 43%-ს იკავებს სერიალები, რომელსაც 22%-იანი წილით საინფორმაციო გამოშვებები მოჰყვება. საქართველოში, ტელევიზიას ყველაზე დიდი აუდიტორია იანვარსა და თებერვალში ჰყავდა, ყველაზე მცირე კი – ივლისსა და აგვისტოში, რაც გლობალური ტრენდის ანალოგიურია.

სტუმრები:

რუსუდან ბერიანიძე - betterfly media-ს მედია დირექტორი;

თემურ ბლიუმგარდტი - McCann group-ის გენერალური მენეჯერი;

ელენე ბარათაშვილი - კომპანია "არქის" მარკეტინგის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები