მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს ხარჯავს ამერიკელი შინაური ცხოველის შეძენაზე?

60e5c617cc02c
ნათია თაქთაქიშვილი
08.07.21 00:25
644
ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ პანდემიის ფონზე შინაურ ცხოველებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა აშშ-ში და საშუალოდ ერთი ლეკვის ღირებულებამ 1,300 აშშ დოლარი შეადგინა.

თუმცა, როგორც პლატფორმა იუწყება, მოსახლეობის უმეტესობა ცდილობს ლეკვი თავშესაფრიდან უფასოდ წამოიყვანოს.

Global Consumer Survey-ის მონაცემების მიხედვით, აშშ-ს მოქალაქეების 38%-მა ძაღლები თავშესაფრიდან სრულიად უფასოდ წამოიყვანა, 16%-მა კი 100 აშშ დოლარზე ნაკლები გადაიხადა, ხოლო 14%-ის განცხადებით, 101 აშშ დოლარიდან 250 აშშ დოლარამდე დახარჯეს.

რა თანხა დახარჯეს ამერიკელებმა შინაური ცხოველის შეძენაზე:

• 38% - არაფერი გადაიხადა
• 16% - 100 აშშ დოლარამდე გადაიხადა
• 14% - 101 აშშ დოლარიდან 250 აშშ დოლარამდე გადაიხადა
• 16% - 251 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე გადაიხადა
• 10% - 501 აშშ დოლარიდან 750 აშშ დოლარამდე გადაიხადა
• 6% - 751 აშშ დოლარიდან 1,000 აშშ დოლარამდე გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები