მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს ხარჯავს ჯანდაცვის მინისტრი საწვავსა და სატელეფონო საუბრებში?

601e963918ecb
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 20:30
3490
რამდენს ხარჯავს ჯანდაცვის მინისტრი საწვავსა და სატელეფონო საუბრებში? - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის პირველ ექვს თვეში მინისტრზე განპიროვნებული ავტომანქანების საწვავის ხარჯმა 4 538.48 ლარი შეადგინა, მთლიანად სამინისტროს ავტოპარკის საწვავის ჯამური თანხა კი 63 167.94 ლარი იყო.

რაც შეეხება წინა წლებს, ხარჯები შემდეგნაირად გადანაწილდა:


სატელეფონო საუბრებში კი, 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძემ 1,212.23 ლარი დახარჯა, მაშინ როდესაც მთლიანად 2019 წელს ჯანდაცვის მინისტრის სატელეფონო საუბრების ხარჯი 1,052.68 ლარს შეადგენდა, 2018 წელს - 401.77 ლარს, 2017 წელს - 243.22 ლარს, ხოლო 2016 წელს - 5,807.48 ლარს.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძდე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა, მანამდე ამ პოსტს დავით სერგეენკო იკავებდა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნლთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, 2020 წლის 25 ივლისის მდგომარეობით, დასაქმებულია 270 პირი.

შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ 2020 წლის 23 ივლისს გამოითხოვა, პასუხი კი 3 თებერვალს მიიღო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები