19 ივნისს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამი მგზავრი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლი, რომელიც წინა ავტობუსს შეეჯახა, აცხადებს, რომ მიზეზი გადაღლილობა იყო, ავარიის გამომწვევი მიზეზი კი გაზის და მუხრუჭის სატერფულის არევა გახდა.
რამდენ სთ-იანი რეჟიმით მუშაობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?
სტუმარი: ლავრენტი ალანია - ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე