მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რამე“ - რას სთავაზობს ახალი სტარტაპი მომხმარებელს?

60853c2ce75bf
მარიამ იზორია
25.04.21 14:08
1912
"რამე“ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევას და შეძენას 7 ძირითადი კატეგორიის დახმარებით უმარტივებს. ესენია: „რამე Choco“, „რამე ხრაშუნა“ „რამე Acid“ „რამე Cookie“ „რამე 420“ „რამე Mix“, „რამე ცხოველისთვის“.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ნიკუშა ქუთათელაძე bm.ge-სთან ყვება, „რამე“ ყველა იმ ადამიანის მოთხოვნას ერგება, რომელსაც პროდუქტის შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

„ყველას გვქონია მომენტი, როდესაც რამე გვინდა, მაგრამ არ ვიცით რა, იდეაც სწორედ იმ დილემას ემყარება, რომელიც ადამიანს პროდუქტისა თუ სერვისის შერჩევისას აქვს, ჩვენი სტარტაპის დახმარებით კი, როცა რამე მოგინდება, შესაბამის კატეგორიას შეარჩევ და უმოკლეს დროში სახლში მიიღებ. „რამე“ ერთ შეფუთვაში სხვადასხვა საფასო სეგმენტის პროდუქციას აერთიანებს“, - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

„რამე“ ბაზარზე მიმდინარე წლის 10 იანვარს გამოჩნდა და სხვადასხვა ქსელურ მარკეტთან, ევროპული პროდუქციის შეძენის მიზნით, თანამშრომლობს. სტარტაპი რუსულ ნაწარმის რეალიზაციაზე უარს ამბობს.

„რამე“ 4 ადამიანს ასაქმებს. ნიკუშა ქუთათელაძე გვიყვება, რომ საწყისი ინვესტიცია პირადი რესურსებით განახორციელა. „რამე“-დან პროდუქციის შეკვეთა სტარტაპის Facebook-გვერდზე, „mindarame.ge“-ზე, ასევე „ვოლტსა“ და „ელვისზეა“ შესაძლებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სტარტაპი ექსპორტზე გასვლასა და ციფრული პროდუქტის შექმნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები