მარკეტინგულმა სააგენტო Rankers-მა ბიზნესებისთვის ქართულ ბაზარზე უპრეცედენტო მომსახურება - Rankers SOLVO - წარადგინა.
რას მოიცავს სერვისების ნაკრები და როგორ ცვლის SOLVO ქართული ბიზნესების ოპერაციულ და სტრატეგიულ მომავალს?
Rankers SOLVO არის მულტიფუნქციური სერვისმოდელი, ე.წ One-stop solution, რომელიც ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის საჭირო ოთხ ძირითად მიმართულებას: მარკეტინგს, გაყიდვებს, ბუღალტერიასა და იურიდიულ მომსახურებას - აერთიანებს. ამიერიდან კომპანიებს შეეძლებათ, ყველა ეს სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით Rankers-ისგან მიიღონ.
SOLVO -ს რა საჭიროება დაინახეს Rankers-ში ქართულ ბაზარზე და რა უპირატესობას აძლევს ამ სერვისით სარგებლობა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს - ამ საკითხებზე BMG-ს სააგენტოს თანადამფუძნებელს, ნოდარ ინანეიშვილს ესაუბრა.
“სხვადასხვა ბინზესშეხვედრებზე კორპორაციული სექტორის წარმომადგენლები მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნავდა მომსახურე კომპანიებთან კოორდინაციის კომპლექსურობას, როგორც ბიზნესის სისტემური ეფექტურობის მთავარ ბარიერს.
ამ პრობლემის გაცნობიერებამ გამოავლინა Rankers-ის ძირითადი უპირატესობა – მარტივი კომუნიკაცია და სწრაფი პროცესები.
სწორედ ამ ძლიერი მხარის გამოყენებით გადავწყვიტეთ SOLVO-ს შექმნა – ინტეგრირებული მომსახურების პაკეტი, რომელიც Rankers-ის ბრენდის სანდოობის ქვეშ აერთიანებს ბიზნესისთვის საჭირო ყველა კრიტიკულ კომპონენტს.
ჩვენ ერთ სივრცეში ვთავაზობთ ოთხ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას:
მარკეტინგს – სტრატეგია, კონტენტი, რეკლამა, ციფრული არხების მართვა;
გაყიდვების არქიტექტურას – სისტემური გაყიდვების სტრუქტურის შექმნა, ტრენინგები, პროცესის მართვა;
ბუღალტერიას – აღრიცხვა, ფინანსური კონტროლი და რეპორტინგი;
იურიდიულ მხარდაჭერას – შრომითი ურთიერთობები, კონტრაქტები, საკანონმდებლო რისკების მართვა”, - ამბობს Rankers-ის დამფუძნებელი.

შესაბამისად SOLVO არ არის მხოლოდ მომსახურება – ეს არის სტრუქტურირებული გადაწყვეტა, რომელიც ცალკეულ სერვისებს სინქრონიზებულ, ერთიან სისტემად აყალიბებს და რაც მთავარია, ეფუძნება „ერთი ფანჯრის პრინციპს", რაც გულისხმობს ვენდორების კონსოლიდაციას, ზედმეტი ბიუროკრატიის მოხსნას, ოპერაციული ხარჯებისა და რესურსების ეფექტური მენეჯმენტს, და რაც მთავარია, კონტაქტის ერთ წერტილზე ცენტრალიზაციას – რასაც მოჰყვება მართვის ეფექტურობისა და რესურსების ოპტიმიზაცია.
როგორც Rankers-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, SOLVO-ს სერვისების ნაკრები გათვლილია ნებისმიერი ზომის თუ ტიპის კომპანიისთვის, იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი, სტარტაპი - რომელსაც არ აქვს სრულად დაკომპლექტებული შიდა გუნდი და მნიშვნელოვანი სერვისების მისაღებად აუთსორსინგს საჭიროებს - თუ კომპანია, რომელიც სტაბილურად გამართულ საოპერაციო სისტემას საჭიროებს.
Rankers-ის კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას, ნოდარ ინანეიშვილმა ყველა იმ ფაქტორს გაუსვა ხაზი, რომლებიც მარკეტინგულ სააგენტოს ადგილობრივ ბაზარზე გამოარჩევს.
“Rankers-ს ჰყავს მხოლოდ Senior გუნდი; ყველა მიმართულებით მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტებთან ვთანამშრომლობთ და არ გვაქვს ე.წ. junior delegation-ის მიდგომა. ამასთან, გვაქვს ინტეგრირებული სისტემა: მარკეტინგული კამპანია ზუსტადაა სინქრონიზებული გაყიდვების სტრუქტურასთან, ხოლო ყველა იურიდიული და ფინანსური საკითხი მასზეა მორგებული. ვმუშაობთ იმ სტანდარტით, რასაც დღეს მსხვილი კომპანიები ელიან სტრატეგიული პარტნიორისგან,“, - აღნიშნავს Rankers-ის თანადამფუძნებელი.
მარკეტინგის სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა. მას შემდეგ Rankers-ი სტრატეგიული მომსახურების ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც 10-მდე დასახელების, ბიზნესის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომსახურებას აერთიანებს. 4 -წლიანი ოპერირების ფონზე, Rankers-მა 2024 წელი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა: “2024 წელს ჩვენი მომხმარებლების საშუალო ROI მარკეტინგულ კამპანიებზე 4.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო გაყიდვების მიმართულებით შექმნილი სტრუქტურით ზოგიერთმა ბიზნესმა 6 თვეში 30%-ზე მეტი ზრდა განიცადა”.
როგორც ინანეიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სააგენტო Rankers SOLVO -ს მომსახურების უფრო ფართოდ გავრცელებასა და რეგიონულ ექსპანსიაზე იქნება ორიენტირებული.
“2025 წელს Rankers ორიენტირებულია ჩვენი ახალი შეთავაზების - SOLVO-ს გაფართოებასა და ტექნოლოგიური პლატფორმის ფორმით დანერგვაზე. ასევე, მიმდინარეობს რეგიონალური ექსპანსიის დაგეგმვა”, - აღნიშნა მან.
სააგენტო გაფართოებას რეგიონის მასშტაბით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში განიხილავს, სადაც მსგავსი ტიპის სერვისებზე მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება.


























