ორწლიანი მუშაობის შემდეგ “რანკო”-მ ეროვნული ბანკისგან ლიცენზია რამდენიმე დღის წინ მიიღო და ბაზარზე ახალი ლიცენზირებული პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ერთ პლატფორმაზე საფინანსო სერვისის კონკურენტულ შეთავაზებებში არჩევანის საშუალებას აძლევს. Ranko-ს საშუალებით მომხმარებელი უკავშირდება რამდენიმე ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, იღებს მათგან სასესხო შემოთავაზებას და აქვს შესაძლებლობა, მისთვის სასურველი პირობები აირჩიოს. კომპანიის შემქმნელები ფიქრობენ, რომ Ranko-ს ბიზნესმოდელის თანახმად, პლატფორმით სარგებელს როგორც მომხმარებელი, ისე საფინანსო ინსტიტუტიც იღებს, რადგან მას მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის ხარჯების გაღება არ უწევს. რას წარმოადგენს პლატფორმა და როგორია ბიზნესმოდელი?
სტუმარი: ზურა კახიძე - Ranko-ს აღმასრულებელი დირექტორი;