ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, მიგრაციულმა ნაკადებმა და ტურიზმის აღდგენამ კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე თამაშის წესები მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს ამ სექტორში საინტერესო ტრანსფორმაციას ვხედავთ: ერთი მხრივ, მსხვილი სავაჭრო ცენტრები ინარჩუნებენ მთავარი მიზიდულობის წერტილის სტატუსს, მეორე მხრივ კი, რითეილ სექტორი სულ უფრო სწრაფად ადაპტირდება მომხმარებლის შეცვლილ ქცევასთან - მცირდება ტრადიციული ბაზრობების წილი და იზრდება მოთხოვნა ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებზე. სად იზრდება მოთხოვნა ყველაზე სწრაფად, როგორია დატვირთულობა და საიჯარო ფასები თბილისის წამყვან მოლებში და რა ახალი მსხვილი პროექტები ემატება ბაზარს უახლოეს წლებში, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში?
სტუმარი: ზუკა თავყელიშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად






























