მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აჩვენებს უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს?

TBC Capital-მა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის თებერვლის მიმოხილვის თანახმად გასულ თვეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 1%-ით შემცირდა, ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა 3 358 ბინით განისაზღვრა. ამავე პერიოდში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასი 6%-იან ზრდას აჩვენებდა და კვადრატულის საშუალო ღირებულება $1 202-ს აღწევდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ თვეს 725 ახალ აშენებული და 2 633 ძველი ბინა გაიყიდა. შესაბამისად, ახალი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა, ძველი ბინების კი - უცვლელი დარჩა. ამასთან, ახალი ბინების გასაყიდი ფასი წლიურად 9%-ით გაიზარდა, ძველის კი - 5%-ით.'

მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის თებერვალში, გაყიდული ბინების რაოდენობით, უბნებს შორის, პირველ ადგილს კვლავ დიდი დიღომი იკავებს, რომელსაც მთლიან გაყიდვებში 24%-იანი წილი უჭირავს. მეორე ადგილზეა საბურთალო - 18%-იანი წილით.

რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, თებერვალში კვ-ზე ფასი $12.0-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია. გასულ თვეს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $266 მილიონს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 2%-იანი ზრდაა.

წლიურ ჭრილში რა ხდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

სტუმარი: ირინა კვახაძე - „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები