მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას აიძულებს ევროკომისია Google-ს?

google
სტატიაში საუბარია:

ევროკომისიამ ამერიკულ Google-ს კონკრეტული მითითებები წარუდგინა, რომლებიც კომპანიის მხრიდან Gemini-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებისა და საძიებო სისტემებისთვის საკუთარ სერვისებზე წვდომის გამარტივებას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, ევროპული მხარის მიზანია, Android-ის მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, რომელი AI სერვისი იქნება ინტეგრირებული მათ სმარტფონებში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული რეგულაციები Google-ის მხრიდან Android-ის ოპერაციულ სისტემაში არსებული იმ საკვანძო ფუნქციების გახსნას გულისხმობს, რომლებსაც კომპანია ამჟამად მხოლოდ საკუთარი Gemini-ისთვის იტოვებს.

კომისიის მიერ შემოთავაზებული ზომები უზრუნველყოფს, რომ ალტერნატიულმა ხელოვნურმა ინტელექტმა მომხმარებლის მოწყობილობაზე არსებულ აპლიკაციებთან ეფექტური ურთიერთქმედება შეძლონ. არსებული ინფორმაციით, საუბარია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის სასურველი აპლიკაციით გაგზავნა, საკვების შეკვეთა ან მეგობრებისთვის ფოტოების გაზიარება.

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელის, ტერეზა რიბერას განცხადებით, ეს ზომები Android-ის მომხმარებლებს არჩევანის რეალურ თავისუფლებას მისცემს. რაც შეეხება ვადებს, მესამე მხარეებს მოსაზრებების წარსადგენად დრო 13 მაისამდე აქვთ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას Google-ის მიერ წესების დაცვის შესახებ ევროკომისია ივლისის ბოლოს გამოაქვეყნებს.

Google-მა ევროკომისიის წინადადება მკაცრად გააკრიტიკა და მას გაუმართლებელი ჩარევა უწოდა. კომპანიის უფროსი მრჩევლის, კლერ კელის განმარტებით, Android-ი ისედაც ღია ეკოსისტემაა, რომელიც მოწყობილობების მწარმოებლებს სრულ ავტონომიას ანიჭებს. მისივე თქმით, სენსიტიურ აპარატურულ ნაწილსა და ნებართვებზე სავალდებულო წვდომის გაცემა გაზრდის ხარჯებს და საფრთხეს შეუქმნის ევროპელი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებსა და უსაფრთხოებას.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ტექნოლოგიურ გიგანტს წლიური გლობალური გაყიდვების 10%-ის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები