მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს პროექტი “ქართული ენის ციფრული მომავალი”?

პროექტი ქართული ენის ციფრული მომავალი მიზნად ისახავს ქართული ენის როლის გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში. პროექტის ფარგლებში შექმნილი ხმოვანი მონაცემები უკვე Mozilla Common Voice-ის ქართული მონაცემთა ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რაც ქართული ენისთვის AI ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, Enagram.ai-ის ინიციატივით, პლატფორმაზე დაემატა აფხაზური, მეგრული და წოვა-თუშური ენებისთვის ხმოვანი მონაცემების შეგროვების შესაძლებლობა, რაც საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების გაციფრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

სტუმრები: თეა მეფარიშვილი - საგანმანათლებლო ტექნოლოგიის გუნდის დამფუძნებელი , AI საერთაშორისო სერთიფიცირებული ტრენერი;

რატი სხირტლაძე - enagram.ia-ს შემქმნელი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, AI პროგრამების ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები