მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს სახელმწიფო რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შესამცირებლად? - ოთარ შამუგიას პასუხი

6352558d0f411
მარიამ დემეტრაშვილი
21.10.22 12:37
550
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ფერმერებს, რათა თავიანთი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანონ ექსპორტზე. მისივე თქმით, მომავალ წლის ბიუჯეტში დაახლოებით 30-40%-ით მეტი დაფინანსება მიემართება ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობისთვის.

„სამინისტრო ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ფერმერებს ბაზრის დივერსიფიცირებაში. ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენს ფერმერებს ხელს ვუწყობთ, წარმოდგენილი იყვნენ საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებზე. ასევე, ღვინის მიმართულებით შერჩეული გვაქვს პრიორიტეტული ბაზრები, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ. მომავალ წლის ბიუჯეტში დაახლოებით 30-40%-ით მეტი დაფინანსება მიემართება ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობისთვის, საგამოფენო ღონისძიებებში ჩვენი ფერმერების ხელშეწყობისა და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები