ყოფილი პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მასპარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობა შესთავაზა, რაზეც ივანიშვილი დათანხმდა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის ბოლოს გამოჩნდა, 2012 წელს კი მან პრემიერის პოსტი დაიკავა. ივანიშვილი პრემიერის პოსტს 13 თვის განმავლობაში იკავებდა.
"რამდენი ხნით მეტს დავრჩებოდი პოლიტიკაში,მით უარესი იქნებოდა საზოგადოებისთვის. ამ ქვეყნის პატრონი საზოგადოებაა. დავბრუნდი საზოგადოებაში და აქედან გავაკეთებ საქმეს. საზოგადოებას ვავსებ მათგან მიღებული ნდობით. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ამის აუცილებლობა დადგეს. ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება" - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა 2015 წელს ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. ივანიშვილი პოლიტიკაში მის დაბრუნებას მეორედ მოსვლას ადარებდა.

























