მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აშენებს "ორბი ჯგუფი" ბახმაროში?

კომპანია „ ორბი ჯგუფმა" ბახმაროში, 350 პრემიუმ კლასის ნომერზე გათვლილი, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა და გაყიდვები დაიწყო. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1 500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი, 5000 დოლარს აღწევს. მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს. ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება. კომპანია "ორბიში" ირწმუნებიან, რომ სასტუმრო კომპლექსი ადაპტირებული იქნება ადგილობრივ ლანდშაფტთან, თუმცა პროექტის დღის სინათლეზე გამოტანისთანავე საზოგადოებაში მას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ურბანისტები და არქიტექტორები აცხადებენ, რომ პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

სტუმარი: ანი ბიბილაშვილი - Urban Development Institute • ურბანული განვითარების ინსტიტუტი-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები