„ორბი ჯგუფის" პროექტი ბახმაროში - საუბარია 350 პრემიუმ კლასის ნომერზე, რომელიც მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს. მათ შორის სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, დაგეგმილია დასასვენებელი პარკის, ატრაქციონების, რეკრეაციული ზონების, ბავშვთა გასართობი ცენტრის, კინო-თეატრის, საცურაო აუზის და პარკინგის მოწყობაც, რაც მათი გათვლებით, კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.
სტუმრები: ირაკლი კვერღელიძე - "ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი;
გიორგი სულაბერიძე - არქიტექტორი, ურბანისტი, ბახმაროს გენ.გეგმის ავტორი;
სემ ვრაითი - "WilkinsonEyre-ის მმართველი პარტნიორი, არქიტექტორი;
საუბარს სინქრონულად თარგმნის NG Georgia