ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებს და ეროვნულ სასწავლო გეგმას აერთიანებს. აკადემიის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ისეთი ხარისხის განათლება და გამოცდილება, რომელიც მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოამზადებს და გლობალურ შესაძლებლობებთან დააკავშირებს.
დღეს, როდესაც განათლება მხოლოდ აკადემიურ ცოდნას აღარ გულისხმობს და სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა, საერთაშორისო გამოცდილება და უნივერსიტეტებისთვის კონკურენტული პროფილის შექმნა, განსაკუთრებულად საინტერესო ხდება ის მოდელები, რომლებიც მოსწავლეს არა მხოლოდ სასწავლო პროცესისთვის, არამედ ყოველდღიური გამოწვევებისთვისაც ამზადებს და ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი აქვს საერთაშორისო პროგრამებს. რომელსაც აერთიანებს ბრიტანულ ქართული აკადემია.
სტუმარი: სალომე დანელია - ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი


































