მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აწარმოებს “ნაბერაული”?

BM.GE
11.05.22 09:41
310
რაჭული ჯიშებით შექმნილი გემო სოფელ სადმელში, ხვანჭკარის მიკროზონაში ბერების საცხოვრებელთან შექმნილი ნაბერაული სრულიად ლოგიკურად იღებს ამ სახელს 2020 წელს, როცა პირველი მოსავალით 25 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხეს. ნაბერაული ერთ-ერთ პიონერ კომპანიად ითვლება, რომელმაც კომერციულად შეძლო რაჭული მწვანის, როგორც ტრადიციული მეთოდით, ასევე კლასიკური, ე.წ. „ევროპული“ სტილით დაყენება და ბრენდი ბოლო წელია აქტიურად მუშაობს რომ რეგიონის ავთენტური ტრადიციები ადგეს და განვითარდეს.

როგორც ამბობენ იქაურ მიწასაც და ჰაერსაც ღვინისთვის სულ სხვა გემოს მიცემა შეუძლია. ასეთი გამორჩეული გემო ნაბერაულს ღვინის მომხმარებლებისათვის უკვე 7 სხვა და სხვა ტიპის და სამი განსხვავებული მეთოდით აქვს შემოთავაზებული. 

სტუმრები: გოგი ენუქიძე - "ნაბერაული"-ს ბიზნესმიმართულების ლიდი;
სოფო კობაიძე - "ნაბერაული"-ს საექსპორტო გაყიდვების ხელმძღვანელი;
ნანიკო რატიანიძე - "ნაბერაული"-ს ადგილობრივი ბაზრის გაყიდვების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები