მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აწარმოებს Space farms? - ტუსია ღარიბაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
11.11.20 10:07
789
365 დღე ბოსტნეულის უწყვეტი წარმოება - შესაძლებელია თუ არა, მე გეტყვით რომ კი. შუაგულ თბილისში, ცენტრში, ურბანულად ყველაზე დატვირთულ ადგილზეც რომ შესაძლებელია ამას ჩვენი სტუმარი ამტკიცებს. Space farms საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბურია, რომლის შექმნის ექსპერიმენტიც სრულად წარმატებული აღმოჩნდა და ბაღი ე.წ. ურბანული მეურნეობის პირობებში მზისა და მიწის გარეშე შედგა. ურბანული კონცეფცია რომელიც მსოფლიო დონეზე სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოშიც წარმატებით შედგა. თან ისე, რომ ბოსტნეულის წარმოება არის გამჭირვალე, იზოგება მიწის რესური, წყლის და ტრანპორტირების ხარჯები, არ გამოიყენება პესტიციდები და თვეში დაახლოვებით 500-700 კილოგრამი ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი.

სტუმარი: ტუსია ღარიბაშვილი - Space farms-ის პროექტის იდეის ავტორი
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები