მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ცვლის ტექსტილის ინდუსტრიისთვის კვირაში 40-საათიანი სამუშაო დრო?

BM.GE
27.02.23 10:45
250
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები დაექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო სიკეთეს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა. 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით ანაზღაურებას ითვალისწინებს. 

ამ დრომდე არსებული ნუსხა 48 საათიან სამუშაო გრაფიკს ითვალისწინებდა ისეთი დარგებისთვის, რომელთათვისაც წარმოების უწყვეტობა არ არის აუცილებელი პირობა მაგ: ტყავის წარმოება, მომსახურების სექტორი, ტრანსპორტი, ტექსტილის წარმოება და ა.შ. აღნიშნულ დარგებში დასაქმებულის 40-ზე მეტი სამუშაო დრო ზეგანაკვეთურად არ ითვლებოდა, რის გამოც შესაბამისი ანაზღაურება არ გაიცემოდა. როგორ გადაეწყო ბიზნესი ახალ რეგულაციებზე?

სტუმარი: სალომე შარაძე - “ჯორჯიან ტექსტილი”, მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები