მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ედავება თბილისის მერია გლდანის ტბის ინვესტორს?

"შესაძლოა, ინვესტორისთვის გლდანის ტბის ჩამორთმევა მოგვიწიოს" - ეს განცხადება გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, გლდანის თეთრი ტბა ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც ტბის და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად და გასაჯანსაღებლად ტენდერი გამოცხადდება.

კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სივრცე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა, კერძო მესაკუთრეს კი ტბის განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია. თბილისის მერმა ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ტბის გასხვისების სამართლებრივი დეტალების შესწავლის დავალებაც გასცა.

მერის კომენტარს BMG-სთან გუშინ ბიზნესმენი ნატალია კვანტალიანი გამოეხმაურა, როგორც ინვესტორი აცხადებს მან გლდანის ტბა 2008 წელს 17 კერძო მოსახლისგან ყოველგვარი ვალდებულების გარეშე შეისყიდა, თუმცა 15 წლის განმავლობაში ტერიტორიის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ხელშეკრულების პირობები კი არასოდეს დაურღვევია.

რაც შეეხება მოარულ ხმებს ტბის ხელოვნურად დაშრობასთან დაკავშირებით, საცხოვრებელი კორპუსების აშენების მოტივით, კვანტალიანი ამბობს, რომ მსგავსი გეგმები ინვესტორს არასდროს ჰქონია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა გამიზნულად ხდება.

რას ედავება მერია კვანტალიანს და როგორ წარმოუდგენია ადგილობრივ ხელისუფლებას ტბის გადარჩება?

სტუმარი: კონსტანტინე ზარნაძე - თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები