საქართველოში საუბარია მარიხუანას სამკურნალო მიზნით გამოყენებაზე. მოსახლეობის ნაწილი კრიტიკულად უყურებს აღნიშნულ საკითხს, თუმცა არსებობენ ისინიც ვისთვისაც სამედიცინო მარიხუანა საინტერესო ინიციატივად ჟღერს.
საერთაშორისო სამედიცინო ბაზარზე კანაფს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მნიშნელოვან ელემენტად მიიჩნევენ, რასაც კრიტიკულად უყურებს კლინიკა „ენ მედიცის“ ექიმი ნევრო პათოლოგი ანი ჩიქობავა. მისი თქმით, მარიხუანას არ აქვს იმ დონის ეფექტი, რომ სხვა მედიკამენტები ჩაანაცვლოს. შესაბამისად, მისი გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს. მედიკამენტები კი, რომელთაც მსგავსი ეფექტი აქვთ ბევრად უფრო უსაფრთხოა პაციენტისთვის.
“არიან ექიმები რომლებიც არიან თანახმა და არიან ექიმები რომლებიც არიან წინააღმდეგი. კი შესაძლებელია ამ პრეპარატის გამოყენება გარკვეული დაავადებების დროს როგორებიცაა პარკინსონის დაავადება, მაგრამ პროცენტულად არ არის ის რაოდენობა პარკინსონის პაციენტების და ისინი არც იქნებიან თანახმა რომ იყოს ამაზე დამოკიდებული. ასე რომ, ესე რომ შეუცვლელი იყოს სამკურნალოდ და აუცილებლად გვჭირდებოდეს ექიმებს სამკურნალოდ ეს პრეპარატი ეს ესე არ არის.”- აცხადებს ანი ჩიქობავა კლინიკა ენ მედის ექიმი ნევრო პათოლოგი.
პალეტიური უზრუნველყოფის ექსპერტის მიხეილ შავდიას აზრით, მარიხუანის გამოყენება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში მსოფლიოში უკვე წლებია აპრობირებული მეთოდია, თუმცა მისი გამოყენება მიზანშეწონილი მხოლოდ მეოთხე სტადიაში მყოფი პაციენტებისთვისაა.
“მე მიმაჩნია რომ ჩვენს ქვეყანაში თუ კონკრეტულ პაციენტს, რომელსაც აქვს ავთვისებიანი სიმსივნე გავრცელებული ან აქვს შიდსი და არის ეს პაციენტი განუკურნებელი, შეუძლებელია მისი ჩვეულებრივი სტანდარტული ოპიოიდებით მართვა. ასეთ შემთხვევებში ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მიიღონ ეს იქნება მარიხუანა თუ სხვა მსგავსი მცენარე გარკევული ტკივილ გამაყუჩებელი საშუალება.”- ამბობს მიხეილ შავდია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პალეატიური უზრუნველყოფის ექპერტი.
ანალოგიურს გვეუბნება კლინიკა „ენ მედიცის” თავისა და კისრის ონკოლოგი ლევან რამიშვილიც. მისი თქმით, მარიხუანას სიმსივნით დაავადებული პაციენტები მხოლოდ ბოლო სტადიაში მოიხმარენ, რაც მათ უხსნის, ეიფორიას, აუმჯობესებს მადას და ქიმიური თერაპიიის ფონზე დეპრესიის მოხსნის ეფექტიც აქვს. როგორც ლევან რამიშვილი გვეუბნება, მარიხუანა ტკივილს არ აყუჩებს, ის მხოლოდ დამატებითი მედიკამენტია რომელიც სხვა ტკივილ გამაყუჩებლებთან ერთად გამოიყენება. ექიმი გვესაუბრა მის უარყოფით ეფექტებზეც.
“კოგნიტიური თვისებების დარღვევას იწვევს, მაგრამ სწორედ მაგიტომ აძლევენ მეოთხე კლინიკური ჯგუფის პაციენტებს რომ ერთგავარად ეს ყველაფერი იქნას დათრგუნული, რომ მან თავი კარგად იგრძნოს, მაგრამ სხვა პაციენტებში, რა თქმა უნდა, ამის მიღწევა არ არის მიზანშეწონილი რომ ეს ამ მიმართულებით წავიდეს და პირიქით სწორედ ამიტომაა რომ მეოთხე კლინიკურ ჯგუფზე არის ის მორგებული. ასევე ის იწვევს ინსომნიას, ანუ ძილიანობას. ძილიანობა კი ხელისშემწყობია სწორედ ონკოლოგიური პაციენტების შემხთხვევაში.”- აცხადებს ლევან რამიშვილი კლინიკა ენ მედიცის თავისა და კისრის ონკოლოგი.
"კანაფის კონტროლის შესახე“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო, რომელმაც კანაფის ლეგალური წარმოების საკითხები უნდა მართოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება. პროექტის მიხედვით, სააგენტო კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობას განახორციელებს, მოახდენს წესების დარღვევისთვის რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში კანაფის კონფისკაციას.

























