ბიზნესსექტორის ნაწილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეაჩეროს პარლამენტში მიმდინარე განხილვები და უკან გაიხმოს ე.წ რუსული კანონი. ბიზნესგაერთიანებებში აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებამ უკვე დააზიანა საქართველოს იმიჯი და საერთაშორისო ინვესტორებში არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. საერთაშორისო დაფინანსების და ინვესტიციების შემცირება - ასეთ შედეგებს ელის კერძო სექტორი იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მაინც მიიღებს ე.წ რუსულ კანონს. რა შეფასებები კეთდება კერძო სექტორში?