მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობს ხალხი პარლამენტის საქმიანობაზე?

5b586f9600431
თამუნა დემეტრაშვილი
25.07.18 18:10
554
,,საერთაშორიო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი საქართველოსთვის სასიკეთო კანონებს ამტკიცებს გამოკითხულთა 49% კი ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება, ან ნაწილობრივ არ ეთანხმება.
პარლამენტარების საქმიანობის პოზიტურ შედეგს გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი აღიარებს-15% ეთანხმება, რომ მიღებული კანონები ქვეყნისთვის სასარგებლოა, 2% კი სრულად ეთანხმება ამ მოსაზრებას. გამოკითხულთა 4%-მა კითხვეზე პასუხის გაცემა არ ისურვა. კვლევაში მონაწილე ადამიანების 33% ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გამართული დებატები მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებს არ ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები