ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ახლახანს ამერიკის განათლების დეპარტამენტის გაუქმებას ხელი მოაწერა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაანონსა და რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტის განცხადებების ფონზე, დეპარტამენტმა თანამშრომლების 50% უკვე გაათავისუფლა. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას მკაცრად ეწინააღმდეგებიან დემოკრატი სენატორები და ცხადია, რომ საბოლოოდ დეპარტამენტის გაუქმებისთვის კონგრესის კენჭისყრაა საჭირო. რას წარმოადგენს განათლების დეპარტამენტი და რას საქმიანობდა ის ათწლეულების განმავლობაში.