მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გამოიწვევს პროდუქტებზე ფასების კონტროლი?

BM.GE
20.04.23 12:15
164
„ფასების კონტროლი ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას,“ – ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია ISET-მა გასულ თვეში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება. გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი ხარისხის შემცირებით აარიდონ. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფასების რეგულირებას პროდუქტებზე და რა სიახლეები ამ მხრივ ადგილობრივ ბაზარზე?

სტუმრები: სალომე გელაშვილი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;
სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები