სისტემების ინსტალაციისა და სერვისის მომწოდებელი კომპანია „ბაუმერის“ მიერ შექმნილი აკადემია ბაზარზე ამ სექტორში არსებული საკადროს დეფიციტის ამოვსების მიზნით შეიქმნა. ბაუმერის აკადემია ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტების დახმარებით მსურველებს 10-მდე სასწავლო კურსს სთავაზობს, რომელიც განკუთვნილია როგორც საინჟინრო სისტემების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, ასევე გაყიდვების, შესყიდვების თუ ლოგისტიკის მიმართულებით ჩართული ადამიანებისთვისაც.
სტუმრები: ნინი გვარაძე - "ბაუმერის აკადემიის" ხელმძღვანელი;
ლაშა ქარელი - გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის/სამაცივრე სისტემების ლექტორი;