გუმბათი ჰოლდინგის პროექტში, "ვაკე რეზიდენსი" საოფისე სივრცეების გაყიდვა დაიწყო. მრავალფუნქციური პროექტი თბილისში, ნ.ყიფშიძის N1-ში მდებარეობს და 5 ბლოკს აერთიანებს. ამ ეტაპზე პირველი, მესამე და მეოთხე ბლოკების კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მისი სრულად ჩაბარება კი 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.