მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს განახლებული რეგიონების პროგრამა?

BM.GE
16.05.21 11:15
410
ქვეყნის სათავეში, მეორედ დაბრუნებულმა პრემიერმა, დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის მასშტაბური განახლება დააანონსა. “განახლებული რეგიონების”პროგრამა სახელიდანაც ჩანს რომ რეგიონების განვითარებას ეხება და მთავრობა ჯამში 63 მუნიციპალიტეტში ნახევარი მილიარდის დახარჯვას აანონსებს. რამდენ წელში, როგორი ტემპით და კონკრეტულად რა პროექტებისთვის გამოიყოფა თანხები ეს ცნობილი ჯერ ისევ არ არის. ერთადერთი რითი ხელმძღვანელობაც დასკვნების გასაკეთებლად შეგვიძლია ეს საჯარო განცხადებებია. პრემიერმა თავადაც თქვა, რომ 2021 წელს ჯამურად 500 მილიონი ლარის ათვისება ვერ მოხდებოდა. მიმდინარე წლის ხარჯი ამ პროექტისთვის სავარაუდოდ 300-350 მილიონი ლარი იქნება. ამავე დროს, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რესურსის მობილიზება პრობლემა ნამდვილად არ იქნება, რადგან მისივე განმარტებით ამ თანხაში 180-200 მლნ დონორების კონტრიობუციაც შედის. არადა ფინანსთა მინისტრი გვარწმუნებს, რომ ახალ ვალს წელს აღარ ავიღებთ და ბიუჯეტის დეფიციტსაც არ გავზრდით. ორივე კომპონენტი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კრიტიკულ ზღვრამდეა გაზრდილი. მთავრობის წევრების საჯარო განცხადებებს მალევე წამოეწია მაცნეზე გამოქვეყნებული ოფიციალური დადგენილებაც, სადაც რიცხვები პროექტზე პირველადი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები