მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს პოზიტიური ფსიქოთერაპია? - მაკო ჯაოშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
18.03.21 11:48
853

"ჩვენთან მოსმენის კულტურა მოისუსტებს" - პოზიტიური ფსიქოკონსულტანტიმაკო ჯაოშვილი „ქალების ნარატივში“

 

-რას გულისხმობს პოზიტიური ფსიქოთერაპია?

-პოზიტიური ფსიქოთერაპია ჩემთვის ტრანსფორმაციული აღმოჩნდა. 2020, მიუხედავად უსიამოვნო მოვლენებისა, ჩემთვის იყო გარდაქმნების და ახალი შესაძლებლობების წელი. 

რაც შეეხება ამ მიმართულებას, არა მარტო სხვებისთვის ხდები ფსიქოკონსულტანტი, არამედ საკუთარი თავისთვისაც. ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, ადამიანებს მოვუსმინოთ, დავეხმაროთ ჩვენი გამოცდილების გაზიარებით, სწორი შეკითხვების დასმით, რომ თავის თავში თვითონ იპოვოს შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობის შემაგულიანებლები ვხდებით, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოქმედებაა.  

 

-უჭირთ ადამიანებს რეალობის აღქმა?

-პოზიტიური ფსიქოთერაპია დადებითსაც მოიცავს, დაკავშირებულია ადამიანების სიყვარულთან. თუმცა, აღვნიშნავ, რომ სიტყვა „პოზიტუმ“ არსებული რეალობის სწორ ხედვასა და შეფასებას გულისხმობს. სწორედ სუბიექტური რეალობის არასწორი აღქმაა ჩვენი სუბიექტური მიდგომები, რომლებიც ხანდახან ჩვენივე სტერეოტიპებზეა დამყარებული. ეს ბევრ სხვა ფორიაქსა და შფოთს იწვევს და მერე სიმპტომების დონეზე რაღაცები ვლინდება და იქაც არ ვეძებთ ხოლმე სიღრმისეულად. ბალანსის მოდელი გვეხმარება დავინახოთ ჩვენი ენერგია სად როგორ, რამდენად თანაბრადაა გადანაწილებული. 

 

-როდის გადაწყვიტეთ რომ უნდა გამხდარიყავით პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი?

-დიდხანს ვმუშაობდი ჩემს თავზე, სულ მაინტერესებდა ფსიქოლოგია. პირველადი პროფესიული არჩევანი კი ბიოლოგობას უკავშირდება. პოზიტიური ფსიქოკონსულტანტის მიმართულებით შესწავლა კი გასულ წელს დავიწყე. ამ პროცესში მე ვისწავლე მოთმენით მოსმენა. 

ვიტყვი, რომ ჩვენთან მოსმენის კულტურა მოისუსტებს. მოსმენასაც თავისი დონეები აქვს. ხშირად, ადამიანებს წინასწარ აქვთ გამზადებული პასუხები და სულ არ აინტერესებთ რას ამბობს მეორე მხარე. ზოგი ჰიპერაქტიული მსმენელია, მაგრამ ს არ გულისხმობს გულისხმიერ მსმენელობას. მას შემდეგ, რაც მე ჩემს თავში გავამყარე ეს უნარი, გავხდი გულისხმიერი მსმენელი, ეს თანამოსაუბრეებზეც გადამდები აღმოჩნდა. ერთ-ერთი სასწავლო კურსი, რომელსაც ვასწავლი, არის მოლაპარაკების სტრატეგია, სადაც ერთ-ერთი ტაქტიკაა 60% მოსმენა და 40% საუბარი. სამწუხაროდ, ურთიერთობებში, ჩვენს პოზიციაზე ვართ ხოლმე „ჩამოკიდებული“, არადა ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ინტერესთა ზონა იპოვო. ეს აისახება ნდობასა და ურთიერთობის ხანგრძლივობაზეც.

 

-რამდენად მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაცია?

-მნიშვნელოვანია, ინტონაცია, ტონალობა, ტემპი, დგომის თუ ჯდომის მანერა, მიმიკა, ჟესტიკულაცია. ხანდახან ვერ ვხვდებით რატომ ვერ გაიგო თანამოსაუბრემ თუ რა ვიგულისხმეთ, არადა ტონალობაში, ინტონაციაში ან თუნდაც სიტყვების წყობაში გამოსჭვიოდა ის, რაც ქვეცნობიერმა სხვაგვარად აღიქვა, ამიტომ ნათქვამმა ვერ მოახდინა სათანადო გავლენა. 

 

-თქვენი წიგნი „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“ ემზადება გამოსაცემად, მოგვიყევით ამის შესახებ. რას შეეხება ის?

-წიგნი ჩემს განვლილ გზას და გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებას ეხება. ცოტა ავტობიოგრაფიული, ცოტა ფილოსოფიური და ცოტა ფსიქოლოგიურია. შედგება სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილი არის ვექტორული გადაადგილება, რაც გულისხმობს ცხოვრების ეპიზოდებად დაყოფას, ჩემს გაკვეთილებს, თუ რა ვისწავლე ცხოვრებისგან და სხვადასხვა წარმატებული ადამიანების ნააზრევის გაანალიზებას და ქართულ რეალობაზე მორგებას. 

მეორე ნაწილი სხვადასხვა მეტად თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანების არა მარტო წარმატების გზას მოიცავს, არამედ იმასაც, თუ რას განიცდიდნენ ისინი ამ დროს. 

მესამე ნაწილს ჰქვია „შენსკენ სავალი გზები“ და ეხება ჩემი პიროვნული თვითშეცნობის პროცესს.ვიდრე ამ წიგნის დაწერას შევუდგებოდი, ერთ-ერთი პირველი იყო Forbes Woman Georgia, სადაც წერის საკითხი გამოვცადე. 

ზოგადად, მანამდეც ვწერდი, მაგრამ როცა წიგნის დაწერას გადაწყვეტ, ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. წიგნი უკვე დავასრულე. ზოგადად, ადამიანი უნიკალურ შესაძლებლობათა საბადოა. ამ შესაძლებლობებს უნდა დანახვა და რეალიზება. შარშანდელმა წელმა ჩემს თავში სხვა შესაძლებლობები აღმომაჩენინა. ახლა გამომცემლების შერჩევის პროცესში ვარ. 

 

-რა დაგრჩათ გამოწვევად?

-უამრავი უნარია, რომელსაც გამყარება სჭირდება. გამოწვევები ბევრია. ჩემი მეორე პროფესია ახლანდელ საქმიანობაში ძალიან დამეხმარა. იმ ტექნიკებს ვიყენებ როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, პატიმრებთან ურთიერთობაში, თუნდაც, სატრენინგო ფორმატში. 

ჩემთვის საუკეთესო სტატუსი იყო ჩემი მაგისტრანტების და მეგობრების მიერ შერჩეული წოდება, რომ ვარ საუკეთესო მოტივატორი.  

 

-თქვენი საქმიანობა PR ასოციაციასაც უკავშირდება, რა მიზნით შექმენით ის?

-საზოგადოებასთან ურთიერთობა შედარებით ახალი მიმართულებაა და მისი, როგორც პროფესიის, მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ არაადეკვატურია. საგანმანათლებლო სფეროში ჩართულობასაც თუ შევეხებით, სამაგისტრო პროგრამა შევქმენი სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით და ამის საშუალებით, ძალიან ბევრი ნიუანსი სხვა თვალით დავინახე. ვგულისხმობ იმას, თუ რა გამოწვევები და პრობლემებია დარგში, როგორ უნდა იყოს ის იდენტიფიცირებული. გასულ წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ რა კომპეტენციის მატარებელი უნდა იყოს ამ დარგის სპეციალისტი. ეს მრავალკომპონენტიანი კვლევაა. ახლა დამსაქმებლებთან და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებთან გვსურს განვავრცოთ კვლევითი კომპონენტი, რომ გავიგოთ როგორ უყურებს ამას დამსაქმებელი.  აღვნიშნავ, რომ ფსიქოლოგიის ასპექტები კომუნიკაციაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

-„ალტერბრიჯზეც“ მინდა გკითხოთ, რა ადგილი უჭირავს თქვენს საქმიანობაში?

-„ალტერბრიჯი“ ჩემი მისიის შესრულების ერთ-ერთი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ჩემს თავში აღმოვაჩინე, მასწავლებლობა, პედაგოგია, ტრენერობა, ლექტორობა თუ მენტორობა - ის მიმართულებაა, სადა ყველაზე უფრო ბუნებრივად და ორგანულად ვერთვები პროცესში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თურა სასიკეთო ცვლილებას შევიტანთ. 

ვიმუშავე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე, ამ პერიოდში, შრომატევადი საქმიანობის ფონზე, ერთ-ერთმა მაგისტრანტმა 24|7-ზე შემარქვა. ამ დროსაც ვახერხებდი მაგისტრანტებთან კომუნიკაციას. გამოვცადე, რომ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, არც იღლები, არც გბეზრდება, რაც მეტს აღმოაჩენ, მით მეტის შეცნობა გინდება. ერთმა კოლეგამ წინმსწრაფიც დამარქვა. მეილით კომუნიკაციისას, ბოლოში ასე ვწერ - „წარმატება ჩვენ“ ან „წინსვლა“, „გამარჯვება ჩვენ“. 

ჩემს წიგნში ყველა თავს, შესავალ ნაწილებს აქვს წამძღვარებული ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების.  






სტუმარი: მაკო ჯაოშვილი - პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი
 
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები