მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს სუამის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა? - განმარტება

632d4a38c8a9d
ინგა მურუსიძე
23.09.22 10:05
666
სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ოქმს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუმარტეს, ოქმი ითვალისწინებს სუამ - ის წევრ ქვეყნებს შორის „კუმულაციური“ პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას.

„მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სუამ-ის გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის მინისტერიალზე ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის ფარგლებში საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის შესახებ.

ოქმი ითვალისწინებს სუამ - ის წევრ ქვეყნებს შორის კუმულაციური პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას. კერძოდ, ის საშუალებას აძლევს სუამ - ის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო.

საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების ამოქმედება ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში, ასევე სუამ - ის წევრ ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობის განვითარებასა და შემდგომ გაღრმავებას“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები