მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გვიყვება დრო... პირველი სელფი საქართველოში

რას გვიყვება დრო... პირველი სელფი საქართსაქართველოში პირველი ქართული სელფი ქართველ პუბლიცისტსა და მეცნიერს ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის. თანამედროვეობაში სელფი ახლახან გაჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ნიკოლაძემ კი ასეთი ფოტოს გადაღების პრინციპს, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიაგნო. დიახ, ესეც მანამდე მოხდა, სანამ ამ მიმართულებას კონკრეტული სახელი დაერქმეოდა. და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკო ნიკოლაძე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დამნერგავად ითვლებოდა. როგორც ცნობილია, სელფის გადასაღებად მან კოდაკის ფოტოაპარატი გამოიყენა და მსგავსად სარკეში საკუთარი თავის ანარეკლიც აღბეჭდა. ამასთან ერთად, მე-19 საუკუნის ბოლოს ნიკოს შვილებისა და კოწია მიქაბერიძის მიერ სარკეში გადაღებული სურათებიც არსებობს. პირველი ქართული სელფის ნახვა კი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმშია შესაძლებელი.ველოში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები