ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი კორპუსი სამგორის რაიონში ჩანაცვლდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამას ხელს მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნები უშლის. კერძოდ, მისი თქმით, ხშირად ადამიანები იმაზე მეტ ფართს ითხოვენ ვიდრე აქვთ, რაც მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელს უშლის.
დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით 10 ათასი ავარიული შენობა-ნაგებობაა. როგორც ცოტა ხნის წინ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას თბილისი განვითარების ფონდის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა 4 მიმდინარე პროექტის გარდა, პროექტირების პროცესში იყო 20-მდე, განცხადების განხილვის და აზომვის ნაწილში კი 50-მდე ობიექტი.
სტუმარი: ქვარა ჩართოლანი - თბილისის განვითარების ფონდის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ხელმძღვანელი;