Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინა, სახელწოდებით: Cocoon (Confidential Compute Open Network).
ეს დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რომელიც TON-ის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული და კრიპტოტექტნოლოგიას AI-სთან აერთიანებს.
დუროვის განცხადებით, AI-მოდელებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ადამიანები თავიანთ ციფრულ თავისუფლებას კარგავენ და ChatGPT-სა თუ სხვა ბოტებს იმაზე მეტ პირად ინფორმაციას აწვდიან, ვიდრე ეს საჭიროა. სწორედ ამიტომ, მან კონფიდენციალური AI-ის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული და მომხმარებლების მონაცემებს კომერციული მიზნებისათვის არ გამოიყენებს.
Cocoon-ის პრეზენტაცია Blockchain Life 2025-ზე გაიმართა, რომელიც დუბაიში ჩატარდა, სადაც დუროვი უმდიდრეს მოქალაქედ ითვლება.




























