რას ითვალისწინებს ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი
BM.GE
23.02.22 18:32
• 804
მეცხრე წელია საქართველო ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღებისთვის ემზადება. არაერთხელ შეცვლილმა დოკუმენტმა პარლამენტში დამტკიცებამდე ვერ მიაღწია. პანდემიამ ონლაინ ვაჭრობის მნიშვნელობა დაგვანახა, მაგრამ პროცესი ისევ ნელი ნაბიჯებით მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ცვლილებებს რამდენიმე სხვა კანონშიც ითვალისწინებს.