მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვენ ლოჯისტიკური ცენტრის პროექტის ავტორები სახელმწიფოსგან - "ბენე ჯგუფი"

5e413352e7418
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.20 22:00
2285
იმისთვის რომ არ შევყურებდეთ სახელმწიფოს ხელებში, ჩვენ დავიწყეთ ლოჯისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ლოჯისტიკური კომპანია „ბენე ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას ლოჯისტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივა 3 წლის წინაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ ამის განხორციელება ვერ მოხდა.

„იმისთვის რომ არ შევყურებდეთ სახელმწიფოს ხელებში, ჩვენ დავიწყეთ ეს ინიციატივა, ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესები, თუ დაგვეხმარებიან, გვერდში დაგვიდგებიან, იგივე ქალაქ თბილისის მერია, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ.

გვირჩევია დიდი ვალდებულებები არ ავიღოთ სახელმწიფოს წინაშე. თუმცა, არის საკითხები - მაგალითად, კომუნიკაციების მიყვანა, ანუ ინფრასტრუქტურული საკითხები, რომლებშიც სახელწიფოს დახმარებაა საჭირო.

გარდა ამისა კიდევ ერთი საკითხი - ამორტიზირებული ტრანსპორტის პრობლემაა, როგორც დისტრიბუციის, ასევე სატვირთოების მიმართულებით. ჩვენ ფორუმზე გვყვავდა მოწვეული მსხვილი ევროპული კომპანიები იგივე "GT Group"-ი და „Mersedes”-ი, რომელთანაც „ბენე ჯგუფს“ აქვს ხელშეკრულება და ვსარგებლობთ გერმანული ლიზინგით, რომელიც გაცილებით იაფია, თუმცა, აქვს ამას თავისი გზა. ქართულ ბაზარს გვინდა შევთავაზოთ მსგავსი მოდელი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება, იმისთვის რომ ბაზარზე ამინდის შემქმნელმა ინდმეწარმეებმა მიიღონ ახალი მანქანების ყიდვის გადაწყვეტილება.

ჩვენ ვუხსნით ლოჯისტიკურ კომპანიებს, რომ ძველი ტრანსპორტი უფრო ძვირად შესანახია, არც სადაზღვევო პირობებს აკმაყოფილებს. იმისთვის რომ კომპანიებმა შეძლონ ახალი ტრანსპორტის შეძენა, სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, როგორც ეს ელექტრომობილების შემთხვევაში მოხდა, ან დღგ-ის სუბსიდირება მოხდეს, იმისთვის რომ ამ ადამიანებს გაუადვილდებათ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ შეგვიძლიან ვუშუამდგომლოთ „Ford“-თან, „MAN“-თან და ეს პროცესები დავაჩქაროთ.

ასევე კარგი იქნება თუ ეს ინდმეწრმეები ერთი მენეჯმენტის ქვეშ გაერთიანებიან და ლოჯისტიკური ცენტრის ზოგადად იდეაც ამაში მდგომარეობს. მაგალითად, მეზობელ სომხეთში ერთი კომპანია არის 500 მანქანის მფლობელი, რომელსაც რეგიონში ე.წ. საფასო პოლიტიკის არევა შეუძლია. მაგრამ ჩვენ თუ ამ ინდმეწარმეებს ერთი პლატფორმის ქვეშ გავაერთიანებთ, აქ უკვე წარმოიშვება 1000-1500 მანქანიანი ძალა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გამოგვივა“, - განაცხადა გიორგი გოგლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები