პურის მწარმოებლები წისქვილკომბინატებისგან ფქვილის შეძენას 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად ითხოვენ. მათი თქმით, არსებულ საფასო პირობებში მწარმოებლები ვეღარ ახერხებენ პურის ფასის შენარჩუნებას. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციაში ამბობენ, თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება კერძო სექტორს იმისთვის, რომ წარმოება შეინარჩუნოს პროდუქციის 10-15 თეთრით გაძვირება მაინც მოუწევს.