მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვენ სოციალური მეწარმეები?

BM.GE
16.05.23 11:50
179
სოციალური მეწარმეები საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ითხოვენ. საქართველოში სოციალური მეწარმის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე კვლავ მოუწესრიგებელია. ამ ფონზე, 150-მდე სოციალური საწარმო გამოწვევების წინაშეა, რადგან მათი ბუნდოვანი სტატუსი ფინანსებზე წვდომას კიდევ უფრო ართულებს. გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან სოციალური საწარმოებით დაინტერესება და მხარდაჭერა საკმაოდ ფრაგმენტულია. 

როგორც სექტორში განმარტავენ, სოციალური მეწარმეები აღიარებულებიც კი არ არიან, შესაბამისად როდესაც საქმიანობას იწყებენ და ბიზნეს ოპერატორები ხდებიან რეგისტრირდებიან როგორც შპს, ააიპი ან ინდ. მეწარმე. შპს-ს სტატუსის შემთხვევაში, სოციალურ საწარმოებს კიდევ უფრო უმცირდებათ გრანტებზე წვდომა, რაც ხშირად მათი ფუნქციონირების ერთადერთი გარანტია. ხოლო როდესაც ააიპებს - ანუ არა კომერციულ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი ვერ ხდებიან. როგორ ვითარდება საქართველოში სოციალური მეწარმეობა? 

სტუმარი: სალომე კუსიანი - სოციალურ საწარმოთა ალიანსის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები