მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას იხდის საქართველო რუსულ გაზში?

5c71162945e91
დათო ჯალაღონია
23.02.19 14:40
1122
ენერგეტიკოსის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატ რევაზ არველაძის განმარტებით, ბუნებრივი გაზის ის მოცულობები, რასაც რუსეთიდან საქართველო იღებს, ბუნებრივი გაზის ბალანსში ვერ აისახება.

ასე უპასუხა არველაძემ BM.GE–ს კითხვას, თუ ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციის თანახმად, დღეს საქართველოში რუსული გაზი შემოდის, რატომ არ არის ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ სააღრიცხვო დოკუმენტში – გაზის ბალანსში.

„გაზის ბალანსში, რა თქმა უნდა, არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ნატურით ვიღებდით სომხეთში გატარებული გაზის 10%–ს, თავისთავად ცხადია, ეს ბალანსში იყო ასახული. დღეს, ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს, რომ თუ დასჭირდება საქართველოს, რუსეთი 185 დოლარად 1000 კუბურ მეტრს მიაწვდის და ახლა, როცა საჭიროებაა, როცა აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი საკმარისი არ არის, რომ მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გაზი რუსეთიდან იყიდოს. 185 დოლარი რამდენად სწორი და მისაღებია, ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა რევაზე არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ, 13 თებერვალს პარლამენტში ვიზიტისას გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოში რუსული გაზი ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაციისთვის შემოდის.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის თანახმად, წელს რუსეთიდან ბუნებრივი გაზის შეძენა არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები