გასული კვირის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა.მიზეზი ერთ-ერთ სტანდარტში - დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრის შეუსაბამოდ მუშაობა გახდა. ქართული მხარე გადაწყვეტილებას გასაჩივრებას გეგმავს და ირწმუნება, რომ ექარის მხრიდან რეგისტრაციის შეჩერება არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე პრობლემებს არ შექმნის, თუმცა მათგან განსხვავებული პოზიცია აქვთ დარგის წარმომადგენლებს. რას კარგავს განათლების სისტემა EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებით?