მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მიიჩნევს EBRD-ის მთავარი ეკონომისტი ეკონომიკაში დროებით ზომად?

64292885cdf8e
ელენე კვანჭილაშვილი
02.04.23 12:19
511
EBRD-ის მთავარი ეკონომისტი დიმიტარ ბოგოვი საქართველოში მოკლე ვიზიტით ჩამოვიდა და BMGTV-ის გადაცემა ‘ანალიტიკა’–ში ავტორისა და წამყვანის კითხვებს უპასუხა.

ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში დიმიტარ ბოგოვმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ფასებზე პირდაპირი თუ ირიბი შეზღუდვების დაწესება, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამები და სუბსიდიები ხელისუფლებამ მხოლოდ მოკლევადიან ზომებად უნდა განიხილოს.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად არის ეს იმ ტიპის ეკონომიკური მიდგომა, რომელიც მოსახლეობას სიღარიბიდან ამოიყვანს, დიმიტარ ბოგოვმა უპასუხა, რომ თუ ამ ზომებს საქართველოს მთავრობა მხოლოდ დროებით ზომად განიხილავს, მაშინ ეს მიდგომა სწორი იქნება.

„ბევრი ქვეყანა ვიცით, რომლებმაც სწორედ ასეთი პირდაპირი ზომები შემოიღეს, რადგან სიტუაცია ჩვენს გარშემო ნამდვილად ექსტრაორდინალურია. თუმცა, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა ის არის, რომ ეს ზომები დროებითი უნდა იყოს და მათი გახანგრძლივება არ უნდა მოხდეს ხელოვნურად“, – აღნიშნა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები