მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის დახმარების პაკეტი?

BM.GE
23.12.20 18:42
624
თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, პირველ რიგში, შეღავათი შეეხება მუნიციპალტიტეტის მოიჯარეებს, ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ.მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათი კვების ობიექტებსაც შეეხებათ და მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია.

სტუმარი: მარიამ კვერნაძე - თბილისის მერიას; ქონების მართვის სააგეტო; უფროსის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები