ამერიკულმა ნახევარგამტარების მწარმოებელმა გიგანტმა Broadcom-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-თან $42 მილიარდამდე მოცულობის საკრედიტო შეთანხმება გააფორმა.
ეს თანხა ტენსორული პროცესორების ხუთწლიანი იჯარისთვის სტარტაპის მიერ აღებული $125.2 მილიარდის მოცულობის ვალდებულების დაახლოებით მესამედს დაფარავს. შეთანხმების პირობებით გაცემული სავალო ვალდებულებები შესაძლოა მომავალში Anthropic-ის აქციებში დაკონვერტირდეს.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ მომავალ წელს Anthropic-ი Broadcom-ის ჩიპების დიზაინის ბიზნესის უმსხვილესი დამკვეთი გახდება. ახალი პარტნიორობა გამოთვლითი სიმძლავრეების მიწოდებას, ტექნიკის იჯარასა და პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ეს როლი მკვეთრად გამოარჩევს Broadcom-ს Amazon-ისგან, რომელიც სტარტაპს აქამდე მხოლოდ ძირითადად ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას აწვდიდა და ხელოვნური ინტელექტის მოდელ Claude-ის გავრცელებას უზრუნველყოფს, ჩიპების მხრივ კი პარტნიორობა არ ვითარდებოდა.
ცნობისთვის, Broadcom-თან ერთად ტენსორული პროცესორების რამდენიმე თაობის შექმნაზე უკვე წლებია Google-იც მუშაობს, რაც ანალიტიკოსებს შორის აჩენს მოლოდინს, რომ სტარტაპი და ტექ-გიგანტი ეტაპობრივად უფრო მეტად დაახლოვდებიან.
აღსანიშნავია, რომ გარიგების დეტალები კომპანია Anthropic-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების ოფიციალური პროსპექტიდან გახდა ცნობილი.
























