მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს ჩინეთისა და თურქეთის შეთანხმება ჰიდრორესურსებზე?

ჩინეთი და თურქეთი
BM. GE
03.11.25 21:07
544

ჩინეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ჰიდრორესურსებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიზანი ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. დოკუმენტი რიგით მე-11 ჩინურ-თურქულ მთავრობათაშორის კომიტეტზე მიიღეს და მას ხელი მინისტრის მოადგილეებმა მოაწერეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ოფიციალურ ანკარაში იმედოვნებენ, რომ ჩინური ტექნოლოგიისა და ინვესტიციის დახმარებით საკუთარი მომპოვებელი ინდუსტრიების გაძლიერებას შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები