დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება დაიდო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ აზიური სახელმწიფოსთვის ექსპორტზე ტარიფების გაზრდის გაყინვას, ასევე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის დამატებით $2.6 მილიარდით გაზრდას ითვალისწინებს.
პარალელურად, $500 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს ექსპორტი მომსახურების სფეროში. დადებული გარიგების ფარგლებში, გაუქმდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ დაწესებული დროებითი შეთანხმებაც, რომელიც სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოს ბრექსიტამდე არსებული სავაჭრო პრაქტიკის შენარჩუნებას ავალდებულებდა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში უკვე გამოეხმაურნენ სამხრეთ კორეასთან დადებულ შეთანხმებას და მას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი “ოქროს ხანის” დასაწყისი უწოდეს. ვაჭრობის მინისტრმა, სერ კრის ბრაიანტმა აღნიშნა, რომ გაფორმებული გარიგება უსაზღვრო ბიზნეს შესაძლებლობებს აჩენს. კომენტარი გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც, რომელმაც შეთანხმება “ბრიტანული ბიზნესისა და მშრომელი ხალხის უდიდეს გამარჯვებად” შეაფასა.




























