კორეის წამყვანმა ავიაკომპანია Korean Air-მა არსებობის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი გარიგება გააფორმა. საუბარი $50 მილიარდის სანაცვლოდ ამერიკული Boeing-ის 103 ერთეული თვითმფრინავისა და Ge Aerospace-ის ძრავების შეძენაზე.
დასახელებული თანხიდან $36.5 მილიარდი Boeing 737 MAX 10-ის, ასევე 777-9 და 787 მოდელის სამგზავრო თვითმფრინავების შესყიდვისთვის გამოიყოფა. დანარჩენი $13.7 მილიარდით კი კორეული კომპანია Ge Aerospace-სგან ძრავებს და ხომალდების შეკეთების სერვისს მიიღებს.
მსგავსი ფართომასშტაბიანი გარიგებით Korean Air-ი არამარტო ძველი ხომალდების ჩანაცვლებას, არამედ არსებულების გაუმჯობესებას ცდილობს. შედეგად, კომპანია ფრენის მარშრუტებს გააფართოებს და დროთა განმავლობაში გაცილებით მეტ ადამიანს მოემსახურება.
არსებული ინფორმაციით, ახლად შეძენილი 103 თვითმფრინავის უმრავლესობა, 80% ძველ ხომალდებს ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ კორეული და ამერიკული კომპანიების მსგავსი მასშტაბის გარიგების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეელ კოლეგას უმასპინძლა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გამყარდებოდა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელთანაც ამერიკამ სავაჭრო შეთანხმება გასულ თვეში დადო.




























