მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

რას მოიცავს „პეტრა სი რეზორტი?“

ციხისძირში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი „პეტრა სი რეზორტი“ აშენდება. კომპლექსი 42 შენობას მოიცავს. ცენტრალურ შენობაში კი 150-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე, ყველაზე მაღალ 54-სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს.

„პეტრა სი რეზორტის“ მხოლოდ 30%-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

სტუმარი: თინა კალანდარიშვილი - „პეტრა სი რეზორტი“ წარმომადგენელი;